მოლარე
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი.
სამუშაოს აღწერა:
- კლიენტების ხარისხიანი, სწრაფი, ზუსტი და კვალიფიციური მომსახურება;
- ნაღდი ფულის მიღება და გაცემა;
- სავალუტო ოპერაციების განხორციელება;
- სალარო ოპერაციების სწორად და შეუფერხებლად წარმოება;
- ნაღდი ფულისა და სალაროს ნაშთის კონტროლი;
- შესრულებული ოპერაციების პროგრამაში ასახვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- კომპანიის შიდა პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მოლარე-ოპერატორის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ფინანსურ სექტორში (ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან სავალუტო ჯიხური);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ALTA-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ და სიზუსტე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
- სწრაფად ათვისებისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- კეთილსინდისიერება და ფულთან მუშაობისას მაღალი პასუხისმგებლობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 21/11/2026 და ელფოსტის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "მოლარე".
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი"კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. კანდიდატის მონაცემები შესაძლოა ასევე დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის შეფასების მიზნით და შეინახოს არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, ცვლილების ან წაშლის მოთხოვნით კანდიდატს შეუძლია მოგვმართოს.
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

