მოლარე
- ანაზღაურება
- 1 000+ ₾ / თვე
- მისამართი
- მერანი მოლი, ქ.თბილისი, რუსთაველის გამზ. 42, სავაჭრო ცენტრი "მერანი"
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე, (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება)
- მთავარი მოთხოვნა
- სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (FMG-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
სრული აღწერა
21-09-2026 - 22-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
"დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ქ.თბილისში, სავაჭრო ცენტრში - "მერანი".
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- • კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;
- მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება - 1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი;
- სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება).
- სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი, რუსთაველის გამზ. 42, სავაჭრო ცენტრი "მერანი".
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- სალაროს გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა, ფულადი რესურსების დაცულად განთავსება;
- სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
- პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (FMG-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2026 წლის 20, ოქტომბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დრესაპ ჯგუფი" 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ქ. თბილისში, სავაჭრო ცენტრში - "მერანი".
თუ გსურს მოდის სამყაროში კარიერის დაწყება ან განვითარება - გაეცანი დეტალებს, დაინტერესების შემთხვევაში გადადით ბმულზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

