მოლარე-ადმინისტრატორი
- ანაზღაურება
- 900–1 000+ ₾
- ქალაქი
- სიღნაღი, წნორი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ: 10:00 – 18:00
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სტანდარტ ფინანსი“ არის სწრაფად განვითარებადი ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ მხარდაჭერაზე. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მოქნილ საკრედიტო პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან შედეგებზე, განვითარებაზე და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შექმნაზე.
მიმდინარედ, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სტანდარტ ფინანსი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ადმინისტრატორის პოზიციაზე
მოლარე-ადმინისტრატორი პასუხისმგებელია ფილიალში ფულადი ოპერაციების მართვაზე, ადმინისტრაციული პროცესების უზრუნველყოფასა და კლიენტების ეფექტიან მომსახურებაზე. პოზიციის მიზანია ოპერაციების გამართული მიმდინარეობა, საკასო დისციპლინის დაცვა და მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფა.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- კლიენტებისგან სესხის გადახდების მიღება და ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა
- სალაროს ბალანსის ყოველდღიური კონტროლი
- კლიენტების მიღება და პროდუქტებზე კონსულტაციის გაწევა
- საკრედიტო და სალომბარდე დოკუმენტაციის წარმოება
- მონაცემების სისტემაში შეყვანა
- ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა
- უსაფრთხოების და შიდა კონტროლის პროცედურების დაცვა
- საეჭვო ოპერაციების იდენტიფიცირება
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი: 900-1000 ლარი (დარიცხული)
- საბონუსე სისტემა: საშუალოდ 250 – 450 ლარი ყოველთვიური
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი – პარასკევი: 10:00 – 18:00
- შაბათი: 10:00 – 15:00 (თვეში 2 შაბათი)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 900 - 1000 (+ ბონუსი 250 - 450 )
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

