მოლარე
- ანაზღაურება
- 1 000+ ₾
- მისამართი
- თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16ა
- ბენეფიტები
- მაღალი სტანდარტების მქონე კომანიაში მუშაობის შესაძლებლობას · ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1000 ლარი + კვარატლური ბონუსი · ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
შპს პისიშოპ.ჯი, კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა.
დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16ა
სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) 10:00-დან 19:00-მდე.
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
- სალარო ოპერაციების წარმოება;
- ნაღდი და საბარათე ანგარიშსწორებით სალაროს ოპერაციების შესრულება;
- სალაროში არსებული თანხის კონტროლი;
- სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშფაქტურების გამოწერა;
- წარმოებული ოპერაციების ყოველდღიური შედარება და სიზუსტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალი სტანდარტების მქონე კომანიაში მუშაობის შესაძლებლობას
- ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1000 ლარი + კვარატლური ბონუსი
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- Fitpass-ში ჩართვა სურვილის შემთხვევაში
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@pcshop.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "პისიშოპ.ჯი-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
