მოლარე
- ქალაქი
- პეკინის გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი
- სამუშაო გრაფიკი
- არაუმეტეს კვირაში 40 საათისა · კვირაში 5 დღე
სრული აღწერა
კომპანია "ICITY • აისითი" არის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და სტაბილური მულტიბრენდული ტექნიკის საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც უკვე 11 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ოფიციალურ, ავტორიზებულ პროდუქციას ისეთი გლობალური ბრენდებისგან, როგორებიცაა: Apple, Dyson, Bang & Olufsen, Xiaomi, Marshall, JBL, Beats, Honor და სხვა.
მაღაზიათა ქსელი "icity" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: არაუმეტეს კვირაში 40 საათისა.
- სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე.
- დასვენების დღე: 2 დღე.
- კარიერული წინსვლის პერსპექტივა.
- კორპორატიული დაზღვევა.
- მეგობრული გუნდი.
- ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად.
- ლოკაცია - პეკინის გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი.
თვისებები:
- ენერგიული და აქტიური, გუნდური მუშაობის უნარი.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
- სალაროსთან მუშაობოს გამოცდილება.
- გამართული მეტყველების უნარი.
მოვალეობები:
- მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროების დადგენა.
- მომხმარებლისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.
- ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციები წარმოება.
- სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.
CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მისამართზე: jobs@icity.ge. სათაურის ველში მიუთითოთ "მოლარე თბილისში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
