მოლარე
გამოქვეყნდა 3 ნოებოლო ვადა: 3 დეკ
- ანაზღაურება
- 850 ₾
- მისამართი
- რუსთავი, ხოშარაულის ქუჩა
სრული აღწერა
"Auto lab" აცხადებს ვაკანსიას ავტოსერვისის კაფეს მოლარის პოზიციაზე.
თუ ხარ ორგანიზებული და იცი სალაროსთან მუშაობა, ავტო სერვისის კაფეს მოლარედ სწორედ შენ გეძებთ!
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 850 ლარი ხელზე ასაღები;
- სამუშაო განაკვეთი: 2/2; 09:00-19:00 (1 სთ შესვენება);
- ლოკაცია: რუსთავი, ხოშარაულის ქუჩა.
შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- მომხმარებლის თავაზიანი და კვალიფიციური მომსახურება;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
- სალარო ოპერაციების სწორად აღრიცხვა და პროგრამული გატარება; სალაროს დახურვა და Z-რეპორტის ამოღება;
- სადისტრიბუციო კომპანიებისთვის შეკვეთების დამოუკიდებლად მიცემა კომპეტენციის ფარგლებში;
- თაროებსა და მაცივრებში პროდუქციის სწორი განლაგება და მოწესრიგება; ვადაგასული პროდუქციის იდენტიფიცირება და დისტრიბუტორებისთვის დაბრუნება;
- ჰიგიენური ნორმების დაცვა შიდა და გარე სამუშაო პერიმეტრზე.
გაგვიხარდება თუ:
- იცი სალაროსთან და ტერმინალთან მუშაობა;
- გაქვს გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების სფეროში.
თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
