მოლარე
- ანაზღაურება
- 2 000–2 500 ₾
- მისამართი
- თბილისი, რუსთაველის გამზირი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ (09:00-18:00)
სრული აღწერა
ბოუნდ სოლუშენს აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
სფერო: კრიპტო გადაცვლა
ანაზღაურება: 2,000-2,500 ლარი (NET)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
მდებარეობა: თბილისი, რუსთაველის გამზირი
ძირითადი მოვალეობები:
- ნაღდი ფულის მიღება/გაცემა და სალარო ოპერაციების განხორციელება კომპანიის შიდა რეგლამენტის სრული დაცვით;
- ბანკნოტების ავთენტურობისა და ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება, თანხის ზუსტი დათვლა, დახარისხება და შეფუთვა დადგენილი წესების მიხედვით;
- სალარო აღრიცხვის წარმოება: ოპერაციების დროული და ზუსტი ფიქსაცია შესაბამის პროგრამაში/ჟურნალში, ანგარიშგების მომზადება;
- ყოველდღიური სალაროს ნაშთების კონტროლი, დათვლა და ცვლის დახურვა შეუსაბამობების გარეშე;
- ოპერატორებთან და მენეჯერთან კოორდინაცია ტრანზაქციების პროცესში, თანხების დადასტურება და „ქეში-კრიპტო“ ოპერაციების ეტაპობრივი კონტროლი ინსტრუქციის შესაბამისად;
- კომპანიის compliance/KYC პროცედურების მკაცრი დაცვა და შესაბამისი ჩეკ-ლისტების მართვა;
- სალარო სივრცისა და სამუშაო ადგილის წესრიგის, უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
- შიდა პოლიტიკებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მოლარედ/ოპერატორად/საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- ციფრებთან მუშაობის მაღალი სიზუსტე;
- ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- კრიპტოვალუტის მუშაობის საბაზისო/საშუალო ცოდნა: კრიპტოსაფულეები, ქსელები (TRC20, ERC20 და სხვა), ტრანზაქციის დადასტურებები, საკომისიოები და ძირითადი ოპერაციული რისკები (არასწორი მისამართი/ქსელი);
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი,
დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული
დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების
დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 2000 - 2500
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
