მოლარე
- მისამართი
- თბილისი, სათაო ოფისი https://maps.app.goo.gl/qEkkY2zsFmmWHK5i7
- ბენეფიტები
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას · მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე პოზიციაზე თბილისში.
- სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი maps.app.goo.gl — ბმულის გახსნა
- განაკვეთი: სრული
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- ფილიალებიდან, საკასო ცენტრიდან, ეროვნული ბანკიდან მობილიზებული ფულადი რესურსის მიღება, ასახვა, შენახვა;
- საინკასაციო ჩანთებში აღმოჩენილი უზუსტობების აღრიცხვა და შესაბამისი მიმართულებების ინფორმირება;
- მომხმარებელთა მომსახურება (კონვერტაცია);
- დღის განმავლობაში საკასო ცენტრში/მის მიერ შესრულებული ყველა ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის სისწორის და შევსების სისრულის უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში კოლეგების ჩანაცვლება.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- საბანკო-საფინანსო სფეროში ანალოგიურ პოზიციაზე ან სალარო მიმართულებით მუშაობის მინ, 1-წლიანი გამოცდილება;
- საკასო ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ფულის ნიშნებისა და ნაღდ ფულთან მუშაობის რეგულაციების/წესების ცოდნა;
- ALTA B6/LMS-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- დაკვირვებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- MS Office პროდუქტების მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ განაცხადი 2026 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"მიკრობანკი კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მოლარე
ქალაქი: თბილისი
მიკრობანკი "კრისტალის" შესახებ:
მიკრობანკი "კრისტალი" საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მლნ ლარამდე სასესხო პორტფელით, 48 ფილიალით და ქვეყნის მასშტაბით 100 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
დღეს "კრისტალის" გუნდში 1000-ზე მეტი პროფესიონალია გაერთიანებული, რომლებიც ქმნიან ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას და გარემოს, სადაც ზრუნვა, გუნდურობა, განვითარება და ადამიანურ ურთიერთობები წარმოადგენს წარმატებული და სტაბილური თანამშრომლობის საფუძველს.
კომპანია ქმნის რეალურ შესაძლებლობებს თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.
თუ გსურს განვითარდე და გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი, #შემოგვიერთდი და #გახდიკრისტალელი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

