მოლარე
- ქალაქი
- ბაკურიანი
- სამუშაო გრაფიკი
- სა და ანაზღაურების პირობები დაზუსტდება შერჩევის ეტაპზე
სრული აღწერა
Hotels Management Group (HMG) — Crystal Hotel & Spa Bakuriani აცხადებს ვაკანსიას მოლარეს პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბაკურიანი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის შესაბამისი მომსახურების ობიექტის სალაროში ბილეთებისა და მომსახურების გაყიდვა;
- მომხმარებლებისგან მომსახურების საფასურის მიღება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით;
- სალარო პროგრამაში გაყიდვების ოპერაციების სწორად და დროულად ასახვა;
- მომხმარებლებისთვის ფასებისა და მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლების თავაზიანი და ეფექტური მომსახურება;
- სალაროსთან დაკავშირებული დადგენილი პროცედურებისა და წესების დაცვა;
- სამუშაო პროცესში წარმოქმნილი საკითხების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
- საბაზისო მათემატიკური უნარები — თანხის სწორად დათვლისა და ანგარიშსწორების შესასრულებლად;
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებლებთან თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სასურველი კვალიფიკაცია:
- მოლარედ ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- დამატებითი უცხო ენების ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ბაკურიანი;
- კომპანია უზრუნველყოფს კვებას, საცხოვრებელსა და ტრანსპორტირებას სასტუმროსა და საცხოვრებელს შორის ორივე მიმართულებით;
- სამუშაო გრაფიკისა და ანაზღაურების პირობები დაზუსტდება შერჩევის ეტაპზე.
განაცხადის გამოგზავნა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hrm@hotelcrystal.ge და ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "მოლარე".
გმადლობთ ჩვენი სასტუმროთი დაინტერესებისთვის!
Hotels Management Group (HMG) — Crystal Hotel & Spa Bakuriani პერსონალურ მონაცემთა დამუშავება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის შეფასებისა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობის წარმართვის მიზნით.
რეზიუმე შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით. თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილულ იქნეს კომპანიის სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისა და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
