მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და შეწყალების სამსახურის შეწყალების განყოფილების უფროსი
- ანაზღაურება
- 6 400 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- იურისტად მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და შეწყალების სამსახურის შეწყალების განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
კატეგორია:
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა:
07.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
6400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- განყოფილების საქმიანობის ხელმძღვანელობა, ამოცანების დასახვა და თანამშრომელთათვის დავალებების განაწილება, მათი შესრულების ვადების განსაზღვრა და კონტროლი;
-განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის განხილვა, ორგანიზება და სისტემატიზება, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
- განყოფილების თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ზედამხედველობა და მათ მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის - მსჯავრდებულთა და სასჯელმოხდილ პირთა შეწყალების საქმეების საქართველოს პრეზიდენტისათვის განსახილველად მომზადება, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოთავსებულ მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეების კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის პროცესის ზედამხედველობა;
- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტისათვის მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეების/მსჯავრდებულთა/სასჯელმოხდილ პირთა შესახებ ინფორმაციის დამუშავება და სამსახურის ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
- შეწყალების საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა და მასში ცვლილებების შეტანა;
- იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის, მსჯავრდებულთათვის გასაცნობად, შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის გასაგზავნად მომზადების უზრუნველყოფა;
- შეწყალების საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტაციის ერთიანი აღრიცხვა, შესაბამის მონაცემთა ბაზის ფორმირება და ადმინისტრირება;
- დოკუმენტაციის დასაარქივებლად მომზადება-დამუშავების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მომზადების უზრუნველყოფა/პროცესში მონაწილეობა;
- განყოფილების თანამშრომელთა შეფასების, წახალისების, განვითარების, მოტივირების პროცესის განხორციელება; დისციპლინური ღონისძიებების მიმდინარეობის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება საჭიროების შემთხვევაში;
- სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება მისი არყოფნის ან მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში;
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებისა და მოვალეობების განხორციელება სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების/მითითებების შესაბამისად.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
სამართალმცოდნეობა/საერთაშორისო სამართალი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „პენიტენციური კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულება;
- „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 26 ნოემბრის N556 ბრძანებულება;
- „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ათონელის N25, ქ. თბილისი, საქართველო
საკონტაქტო ტელეფონები:
032 2281824
საკონტაქტო პირი:
ლანა ტეფნაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია: იურისტად მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
სასურველია:
- მაგისტრის ხარისხი;
- შეწყალების/სისხლის სამართლის საქმეებზე/პრობაციის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წელი.
დამატებითი ინფორმაცია:
შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უცხოენოვანი დიპლომის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აღიარების დოკუმენტი);
- შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით, უცხოენოვანი ცნობის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- კანდიდატმა უნდა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელე ან მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული
პირი ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელია მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
- საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
