მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და შეწყალების სამსახურის შეწყალების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- იურისტად მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და შეწყალების სამსახურის შეწყალების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
კატეგორია:
ადმინისტრაცია
განცხადების ბოლო ვადა:
20.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
-განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის განხილვა, ორგანიზება და სისტემატიზება, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
-საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებიდან საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის გამოთხოვისათვის ინფორმაციის დამუშავება და მომზადება, დოკუმენტების გამოთხოვის უზრუნველყოფა;
-მსჯავრდებულთა და სასჯელმოხდილ პირთა შეწყალების საქმეების საქართველოს პრეზიდენტისათვის განსახილველად მომზადება, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოთავსებულ მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეების კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა;
-შეწყალების საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
-შეწყალების თაობაზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, ხოლო ცნობის სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაგზავნად დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
-იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის, მსჯავრდებულთათვის გასაცნობად, შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების შესახებ გასაგზავნი ინფორმაციის მომზადება;
-შეწყალების საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტაციის ერთიანი აღრიცხვა, შესაბამის მონაცემთა ბაზის ფორმირება და ადმინისტრირება;
-დოკუმენტაციის დასაარქივებლად მომზადება-დამუშავება კომპეტენციის ფარგლებში;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობა;
-შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება საჭიროების შემთხვევაში;
-განყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულება მისი არყოფნის ან მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებისა და მოვალეობების განხორციელება სამსახურის ხელმძღვანელისა და განყოფილების უფროსის ცალკეული დავალებების/მითითებების შესაბამისად.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
სამართალმცოდნეობა/საერთაშორისო სამართალი
საკონკურსო თემატიკა:
-საქართველოს კონსტიტუცია;
-საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
-საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
-საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
-პენიტენციური კოდექსი;
-საქართველოს კანონი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
-„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 9 ოქტომბრის N257 ბრძანებულება;
-„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 26 ნოემბრის N556 ბრძანებულება;
-„საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ათონელის N25, ქ. თბილისი, საქართველო
საკონტაქტო ტელეფონები:
032 2281824
საკონტაქტო პირი:
ლანა ტეფნაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია: იურისტად მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
სასურველია:
- მაგისტრის ხარისხი;
- შეწყალების/სისხლის სამართლის საქმეებზე/პრობაციის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წელი.
დამატებითი ინფორმაცია:
შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უცხოენოვანი დიპლომის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აღიარების დოკუმენტი);
- შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით, უცხოენოვანი ცნობის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- კანდიდატმა უნდა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელე ან მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული
პირი ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელია მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
- საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
