მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და შეწყალების სამსახურის დაჯილდოების განყოფილების უფროსი
- ანაზღაურება
- 6 400 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- საორგანიზაციო/ადმინისტრაციულ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და შეწყალების სამსახურის დაჯილდოების განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
კატეგორია:
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა:
26.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
6400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
-განყოფილების საქმიანობის ხელმძღვანელობა, ამოცანების დასახვა და თანამშრომელთათვის დავალებების განაწილება, მათი შესრულების ვადების განსაზღვრა და კონტროლი;
-განყოფილების თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ზედამხედველობა და მათ მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად საჭირო ელექტრონულ სისტემებში მუშაობა;
-საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენი ინფორმაციის/ დოკუმენტაციის მომზადება;
-კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ჯილდოებისა (ორდენები, მედლები) და სახელმწიფო პრემიების სამკერდე ნიშნების მარაგების კონტროლის უზრუნველყოფა;
-საქართველოს სახელმწიფო პრემიების კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; საქართველოს სახელმწიფო პრემიების (ეროვნული პრემიის, შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობის) კომისიების გადაწყვეტილებების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო პრემიის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა; გამარჯვებული ნაშრომის ავტორებისათვის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ატრიბუტიკის გადასაცემად მომზადება და ფულადი გასაცემელის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებების ფინანსთა სამინისტროში გასაგზავნად დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მომზადების კოორდინაცია და სამსახურის ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
-განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის განხილვა, ორგანიზება და სისტემატიზება, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
-განყოფილების თანამშრომელთა შეფასების, წახალისების, განვითარების, მოტივირების პროცესის განხორციელება; დისციპლინური ღონისძიებების მიმდინარეობის პროცესში მონაწილეობის მიღება;
-შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება საჭიროების შემთხვევაში;
-სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება მისი არყოფნის ან მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებისა და მოვალეობების განხორციელება სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების/მითითებების შესაბამისად.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
-საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“;
- „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 9 ოქტომბრის N257 ბრძანებულება;
- „საქართველოს სახელმწიფო პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 17 იანვრის N27 ბრძანებულება;
- „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 17 იანვრის N28 ბრძანებულება;
- „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის დადგენილება;
- „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ათონელის N25, ქ. თბილისი, საქართველო
საკონტაქტო ტელეფონები:
032 2281824
საკონტაქტო პირი:
ლანა ტეფნაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია: საორგანიზაციო/ადმინისტრაციულ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
სასურველია:
- საჯარო სამსახურში დაჯილდოების საკითხებზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წელი.
დამატებითი ინფორმაცია:
შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უცხოენოვანი დიპლომის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აღიარების დოკუმენტი);
- შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით, უცხოენოვანი ცნობის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- კანდიდატმა უნდა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელე ან მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული
პირი ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელია მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
- საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
