ზებრა გრუპი
გაყიდვებიმოძრავი მერჩენდაიზერი
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 9 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული (დღეში 8 საათი)
სრული აღწერა
შპს "ზებრა გრუპი" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ტერიტორია: თბილისი (ვაკე-საბურთალო, ისთ ფოინთი, ასევე ისნისა და ორთაჭალის სავაჭრო ქსელები)
გრაფიკი: სრული (დღეში 8 საათი)
ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
- სადისტრიბუციო ობიექტებზე მისვლა, პროდუქციის მოწესრიგება და პლანოგრამის მიხედვით განთავსება;
- სადისტრიბუციო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
- პროდუქციის გამოტანა საწყობიდან და თაროებზე განთავსება;
- სტენდების/თაროების მაქსიმალურად შევსება;
- პროდუქციის ფასების გაკონტროლება;
- მარაგის/რაოდენობის გაკონტროლება;
- განთავსებული პროდუქციის ფოტომასალის ყოველდღიური წარდგენა WhatsApp-ის მეშვეობით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
- კომპიუტერული პროგრამების (Excel, Word და სხვ.) ცოდნა;
- ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა, დისციპლინა, ორგანიზებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
თუ დაინტერესდით და აკმაყოფილებთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@zebra-group.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
