მოძრავი მერჩენდაიზერი
სრული აღწერა
სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ოპერირებს ყოველდღიური მოხმარებისა (FMCG) და საყოფაცხოვრებო საქონლის ბაზარზე და წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს საქართველოში სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი იმუშაონ მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე სუფთა სახლის ქსელში თბილისის მასშტაბით.
სავალდებულო მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა;
- საკუთარი ავტომობილი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის განთავსების სტანდარტის კონტროლი და ხარვეზების აღმოფხვრა.
- პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა.
პიროვნული თვისებები:
- გუნდურობა;
- თავაზიანობა;
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა.
სამუშაო პირობები:
- კვირაში 5 სამუშაო დღე;
- 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი.
ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ავტომობილის საწვავი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელფოსტაზე: tkhizanishvili@zakhar.ge. საგნის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
