მოდის კონსულტანტი
- მისამართი
- თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ვაკე
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე, ცვლებში (11:00-20:00; 12:00-21:00)
სრული აღწერა
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც არის მსოფლიო მოდის ინდუსტრიის პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი, "New Trend” - ის ჭავჭავაძის ფილიალისთვის ეძებს მოდის კონსულტანტს.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ვაკე
სამუშაო ფორმატი: სრული
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (11:00-20:00; 12:00-21:00)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევა
ფასდაკლება მაღაზიებში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურეობის და კონსულტაციის გაწევა;
- მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექციების ვიზუალური პრეზენტაცია და მაღაზიის სივრცეში განთავსება ბრენდის კონცეფციის შესაბამისად;
- პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა;
- მომხმარებლისათვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
- მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა.
გამოცდილება, განათლება და უნარები
- სასურველია გამოცდილება მოდის საცალო ვაჭრობაში;
- გამართული ზეპირი კომუნიკაცია და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
- მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა;
- ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის/სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ილარია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მოდის კონსულტანტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

