მოდის კონსულტანტი
გამოქვეყნდა 16 სექბოლო ვადა: 16 ოქტ
- მისამართი
- თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ვაკე
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე, ცვლებში (11:00-20:00; 12:00-21:00)
სრული აღწერა
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც არის მსოფლიო მოდის ინდუსტრიის პრემიუმ ბრენდი "Zadig&Voltaire” ჭავჭავაძის ფილიალისთვის ეძებს მოდის კონსულტანტს.
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ვაკე
- სამუშაო ფორმატი: სრული
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (11:00-20:00; 12:00-21:00)
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფასდაკლება მაღაზიებში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთა მომსახურება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
- პროდუქციის სრულყოფილი პრეზენტაცია, მახასიათებლების გაცნობა და მომხმარებლისთვის შესაბამისად შეთავაზება;
- სალარო ოპერაციების მართვა POS სისტემის საშუალებით, ნაღდი და უნაღდო გადახდების ზუსტი და გამართული განხორციელება;
- ყოველდღიური ნაშთების კონტროლი და ანგარიშგება;
- პროდუქციის მიღება, განთავსება და გაყიდვების დარბაზის მუდმივი წესრიგის უზრუნველყოფა;
- მაღაზიაში ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
- გაყიდვების მიზნების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა;
- მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა მენეჯერისთვის;
- გუნდთან თანამშრომლობა და საერთო სამუშაო პროცესებში ჩართულობა.
გამოცდილება, განათლება და უნარები
- სასურველია გამოცდილება მოდის საცალო ვაჭრობაში;
- სალარო სისტემასთან ან POS პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- გამართული ზეპირი კომუნიკაცია და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
- მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა;
- ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის/სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ილარია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მოდის კონსულტანტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

