მოდის კონსულტანტი
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 8 ნოე
- მისამართი
- თბილისი, სითი მოლი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე, ცვლებში (არაუმეტეს კვირაში 26 საათის)
სრული აღწერა
კომპანია ILARIA პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც არის მსოფლიო მოდის ინდუსტრიის პრემიუმ ბრენდების წარმომადგენელი საქართველოში ეძებს მოდის კონსულტანტს.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სითი მოლი
სამუშაო ფორმატი: ნახევარი განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (არაუმეტეს კვირაში 26 საათის)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთა მომსახურება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
- პროდუქციის სრულყოფილი პრეზენტაცია, მახასიათებლების გაცნობა და მომხმარებლისთვის შესაბამისად შეთავაზება;
- სალარო ოპერაციების მართვა POS სისტემის საშუალებით, ნაღდი და უნაღდო გადახდების ზუსტი და გამართული განხორციელება;
- მაღაზიაში ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
- გაყიდვების მიზნების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა;
- მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა მენეჯერისთვის;
- გუნდთან თანამშრომლობა და საერთო სამუშაო პროცესებში ჩართულობა.
გამოცდილება, განათლება და უნარები
- სასურველია გამოცდილება მოდის საცალო ვაჭრობაში;
- სალარო სისტემასთან ან POS პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- გამართული ზეპირი კომუნიკაცია და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
- მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა;
- ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის/სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ილარია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მოდის კონსულტანტი-სითი მოლი, ქალაქში - თბილისი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

