მობილური სერვის ცენტრის კოორდინატორი
- მისამართი
- თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00-18:00 · ორშ–პარ (შაბათ-კვირა დასვენება)
სრული აღწერა
"კერხერ-საქართველო" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Kärcher SE & Co. KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. კომპანიის შოურუმები წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში, ასევე ზედამხედველობას უწევს ოფიციალურ დილერებსა და საცალო პარტნიორებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას მობილური სერვის-ცენტრის კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი
- სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
- სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (შაბათ-კვირა დასვენება)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სერვის-ცენტრში ტექნიკის მიღება, პირველადი რეგისტრაცია და შეკეთების სტატუსების მუდმივი მონიტორინგი;
- ტექნიკოსებისა და მობილური სერვისის ჯგუფის სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ოპერაციული კოორდინირება;
- მომხმარებლებთან (ფიზიკურ და კორპორაციულ პირებთან) კომუნიკაცია: ინფორმირება სერვისის მიმდინარეობაზე, ანგარიშსწორების კონტროლი და სერვის-კონტრაქტების შეთავაზება/ადმინისტრირება;
- სათადარიგო ნაწილების შეკვეთების მომზადება, აღრიცხვა და საწყობის ნაშთების კონტროლი;
- შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და RS.ge პორტალზე ასახვა;
- სატენდერო დოკუმენტაციასთან მუშაობა;
- უშუალო ხელმძღვანელთან რეგულარული რეპორტინგი და სერვისის ახალი სტანდარტების დანერგვაში მონაწილეობა;
- კომპანიის შიდა სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- პროგრამა 1C-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
- პორტალთან RS.ge (ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები) მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- ანალოგიურ ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- უცხო ენების (ინგლისური ან რუსული) ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ორგანიზებული მიდგომა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- კლიენტზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაო დროის ოპტიმალურად გადანაწილებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- სტრესულ რეჟიმში სწრაფი ორიენტაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Karcher.Vacancies@gmail.com გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სერვის-ცენტრის კოორდინატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები:
შპს "კერხერის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "კერხერის" მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
