საქართველოს კინოლოგიური აკადემია
მარკეტინგიმობილოგრაფი/კონტენტ-კრეატორი/SMM
გამოქვეყნდა 24 ოქტბოლო ვადა: 24 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- და ფორმატი:
სრული აღწერა
"საქართველოს კინოლოგიური აკადემია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მობილოგრაფი / კონტენტ-კრეატორი / SMM
სამუშაო გრაფიკი და ფორმატი:
- საველე გადაღებები: კვირაში 3 დღე (ინდივიდუალური გასვლები ლოკაციებზე, პარკებში, ქალაქის გარემოში და ჯგუფურ ვარჯიშებზე);
- დამატებითი გადაღების დღე: საჭიროების შემთხვევაში (იშვიათად), შესაძლებელია დაემატოს გადაღების 1 დღე, რომელიც ანაზღაურდება დამატებითი ბონუსით;
- პოსტ-პროდაქშენი და მართვა: დისტანციურად (მონტაჟი, ტექსტების მომზადება, სოციალურ ქსელებში განთავსება).
ძირითადი მოვალეობები:
კადრების დაჭერა და საველე გადაღება:
- აკადემიის ყველა ახალი მოსწავლის პირველი შეხვედრის/დიაგნოსტიკის სავალდებულო დაფიქსირება;
- ძაღლების წვრთნისა და ქცევის კორექციის პროცესის დინამიკური გადაღება;
- ჯგუფური ვარჯიშებისა და სოციალიზაციის პროცესის ენერგიული კადრების გადაღება;
- სპორტული, სწრაფი და ემოციური მომენტების დაჭერა უსაფრთხოების წესებისა და ინსტრუქტორის მითითებების სრული დაცვით.
ვიდეომონტაჟი და კონტენტის წარმოება:
- ყოველდღიური აქტივობა: სთორი (Stories), რილსი (Reels) და პოსტი ყოველდღიურად - ძირითადი მასალის სწორი ადაპტაციითა და ფორმატირებით კონკრეტული პლატფორმის აუდიტორიაზე (Instagram, TikTok, Facebook);
- YouTube Shorts: კვირაში 3 დასრულებული ვიდეო რგოლი;
- YouTube Full Video: თვეში 2 სრული ფორმატის ვიდეო (ქეისების დეტალური ისტორიები, ვლოგები, საგანმანათლებლო ვიდეოები);
- დინამიკური ჭრა, ფერთა კორექცია, სუფთა ხმის დამუშავება, ეფექტური სათაურების (Hooks), ქართული გამართული სუბტიტრებისა და თემატური მუსიკის შერჩევა.
სოციალური მედიისა და ვებგვერდის მართვა:
- კონტენტ-კალენდრის შედგენა და წარმოება;
- დამზადებული მასალის განთავსება პლატფორმებზე: Instagram, Facebook, TikTok, YouTube;
- გამართული ქართული აღწერების (Captions), სწორი ჰეშთეგებისა და სათაურების შედგენა;
- აკადემიის ვებგვერდზე ახალი ვიზუალური მასალის (ფოტო/ვიდეო), საინფორმაციო ბლოგ-პოსტებისა და მიმდინარე სიახლეების პერიოდულად ატვირთვა, ვიზუალური განახლება და მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (დინამიკური ვიდეოების პორტფოლიო სავალდებულოა);
- საკუთარი სამუშაო ტექნიკის ფლობა (მაღალი გარჩევადობის სმარტფონი ან კამერა, სტაბილიზატორი, უსადენო მიკროფონი; დრონის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
- სამონტაჟო პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა (CapCut, Premiere Pro, DaVinci Resolve ან მსგავსი);
- ძაღლებთან ურთიერთობის კომფორტი, სიმშვიდე და უშიშროება - სამუშაო მოიცავს სხვადასხვა ჯიშისა და ქცევის მქონე ძაღლებთან შეხვედრას;
- მობილურობა და ლოკაციებზე დამოუკიდებლად გადაადგილების მზადყოფნა.
რას გთავაზობთ:
- ანაზღაურება: 2, 600₾ - 3, 000₾ (მზარდი სისტემით: საწყისი ანაზღაურება - 2, 600₾, ყოველთვიური გარანტირებული მატება +100₾ სამუშაო დისციპლინისა და შედეგების მიხედვით, 3, 000₾-მდე);
- ბონუსი: იშვიათი საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გადაღების დღეზე ცალკე ბონუს ანაზღაურება;
- დინამიკურ, საინტერესო სამუშაო პროცესს და შემოქმედებით თავისუფლებას კონტენტის დაგეგმვისას;
- (შენიშვნა: პოზიცია არ ითვალისწინებს ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯების ანაზღაურებას).
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო/ნამუშევრების ბმულები (განსაკუთრებით ვიდეო რგოლები) ელფოსტაზე: georgiancynologicalacademy@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
