სმარტ სოლუშენს
ადმინისტრაციამობილიზაციის მენეჯერი
გამოქვეყნდა 15 სექბოლო ვადა: 12 ოქტ · იწურება
- ქალაქი
- საქართველო
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
- კატეგორია
- ადმინისტრაცია/მენეჯმენტი
სრული აღწერა
სამშენებლო კომპანია "სმარტ სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას მობილიზაციის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობის სფეროა, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობები.
სამუშაო ადგილი: საქართველო
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
მოვალეობები:
- კომპანიის საკუთრებაში არსებული და დაქირავებული მძიმე ტექნიკისა და მექანიზაციის მართვა და კონტროლი;
- ტექნიკის განაწილება მიმდინარე ობიექტებზე სამუშაოების საჭიროებისა და პრიორიტეტების მიხედვით;
- ექსკავატორების, დამტვირთველების, გრეიდერების, კატოკების, ბულდოზერების, თვითმცლელებისა და სხვა ტექნიკის სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
- ტექნიკის ყოველდღიური მუშაობის, მოტოსაათებისა და მოცდენების კონტროლი;
- ტექნიკის გამართულობის კონტროლი და გეგმური ტექნიკური მომსახურების ორგანიზება;
- დაზიანებული ტექნიკის შეკეთების პროცესის ოპერატიული ორგანიზება და კონტროლი;
- სათადარიგო ნაწილების, ზეთების, ფილტრებისა და სხვა საჭირო მასალების დროული უზრუნველყოფა;
- საწვავის მოხმარების აღრიცხვა და კონტროლი;
- მექანიზაციის ხარჯების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
- ოპერატორებისა და მძღოლების სამუშაოს კოორდინაცია და კონტროლი;
- ობიექტების ხელმძღვანელებთან და პროექტის მენეჯერებთან ყოველდღიური კომუნიკაცია ტექნიკის საჭიროებებთან დაკავშირებით;
- დაქირავებული ტექნიკის მოძიება, ფასების შედარება და მომწოდებლებთან პირობების შეთანხმება;
- ტექნიკის შესაბამისი დოკუმენტაციისა და პერიოდული ანგარიშგების წარმოება.
უნარ-ჩვევები:
- ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარი;
- ცვალებად სამშენებლო გარემოში მუშაობის უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სწრაფად სწავლისა და ინიციატივის გამოხატვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
მოთხოვნები:
- სამშენებლო ტექნიკასთან და მძიმე მექანიზაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- სხვადასხვა ტიპის ტექნიკის მუშაობისა და დანიშნულების კარგი ცოდნა;
- ტექნიკური გაუმართაობების პირველადი შეფასების უნარი;
- სამუშაოების დაგეგმვისა და რამდენიმე ობიექტის ერთდროულად კოორდინაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, საბაზისო/კარგ დონეზე ცოდნა;
- მართვის მოწმობა;
- მსგავს პოზიციაზე ან სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 12 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: i.murjikneli@ss.com.ge. გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
