მმართველობის, რისკებისა და შესაბამისობის უმცროსი ოფიცერი
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00-18:00 (ორშ–პარ)
სრული აღწერა
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას მმართველობის, რისკებისა და შესაბამისობის უმცროსი ოფიცრის პოზიციაზე, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტიში.
თუ გაინტერესებთ ინფორმაციული უსაფრთხოება, რისკების მართვა და შესაბამისობის უზრუნველყოფა, შემოუერთდით ალდაგის ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების გუნდს.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც ჩაერთვება ინფორმაციული უსაფრთხოების მმართველობის, რისკებისა და შესაბამისობის პროცესების მართვასა და განვითარებაში.
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო ადგილმდებარეგობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას N16.
ძირითადი მოვალეობები
- ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკებისა და პროცედურების მართვა და განახლება;
- Compliance მოთხოვნების მონიტორინგი და შეფასება;
- ინფორმაციული აქტივების იდენტიფიკაციის, კლასიფიკაციისა და კონტროლის პროცესებში მონაწილეობა;
- ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური რისკების შეფასება და მართვა;
- DLP ინციდენტების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
- აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
- თანამშრომელთა ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინფორმაციული უსაფრთხოების, მიმართულებით;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინფორმაციული უსაფრთხოების ან შესაბამისი მიმართულებით;
- ინგლისური ენის ცოდნა.
აუცილებელი მოთხოვნაა :
- ISO 27001, ISO 20000, ISO 22301 და ISO 31000 სტანდარტების ცოდნა;
- ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნების ცოდნა;
- საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი რეგულაციების ცოდნა;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის საბაზისო კომპონენტების ცოდნა;
სასურველია:
- ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით პროფესიული სერტიფიკატები (ISO 27001 Lead Implementer, ISO 27001 Lead Auditor ან სხვა).
პიროვნული უნარები
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დამოუკიდებლად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ვადების დაცვით მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მმართველობის, რისკებისა და შესაბამისობის უმცროსი ოფიცერი, ქალაქში - თბილისი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

