მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის სამსახურის მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 3 040 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის სამსახურის მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
13.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3040 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- მხარეთა ინტერესების დაცვის მიზნით მედიაციის განხორციელება;
- მედიაციის გზით აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეში მონაწილე პირების დახმარება დავის ურთიერთშეთანხმებით გადაწყვეტაში და სოციალური ურთიერთობების შენარჩუნებაში;
- ინფორმაციის მოძიების მიზნით მხარეებთან კომუნიკაცია;
- საჭიროებიდან გამომდინარე, აღმასრულებლებთან ერთად სააღსრულებო მოქმედებების განხორცილებისას ადგილზე გასვლა, მათ შორის, მხარეებთან კომუნიკაციის ღონისძიებებსა და სააღსრულებო მოქმედებებზე დასწრება;
- სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
იურისტი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 28 ოქტომბერის №1257 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ".
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 99
საკონტაქტო ტელეფონები:
2721118 (2140)
დამატებითი მოთხოვნები:
- საჯარო სექტორში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
- იურისტად მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებისა და კოორდინაცის უნარი;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სავალდებულოა:
- სამოტივაციო წერილის გრაფის შევსება;
- მინიმუმ ორი რეკომენდატორის მითითება (რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა);
- განათლების ველში განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა;
- კონკურსის ეტაპების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია კონკურსანტებს ეცნობებათ მითითებული ელ-ფოსტის მისამართზე.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
