მხარდამჭერი მასწავლებელი
- ბენეფიტები
- კვება · ტრანსპორტირება · დაზღვევა
- მისამართი
- თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)
სრული აღწერა
ორგანიზაცია: შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემია“
პოზიცია: მხარდამჭერი მასწავლებელი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA) მეტია, ვიდრე უბრალოდ სასწავლო სივრცე. ჩვენთან ინოვაციური, საერთაშორისო გარემოა, რომელიც ბრიტანული განათლების მაღალ სტანდარტებსა და თანამედროვე ღირებულებებზე დგას. ნდობა, მუდმივი განვითარება და თანაბარი შესაძლებლობები - ჩვენი სამუშაო გარემოს ნაწილი, ხოლო თანამშრომელი კი ჩვენი წარმატების მთავარი ქვაკუთხედია. BGA-ში მუშაობა მუდმივ განვითარებას, საინტერესო თავგადასავალსა და მრავალფეროვან გამოცდილებას ნიშნავს.
BGA-ში ახალ თანამშრომელს ველოდებით მხარდამჭერი მასწავლებლის პოზიციაზე, რომელიც უშუალოდ იქნება ჩართული მხოლოდ ცურვის გაკვეთილებში.
ძირითადი მოვალეობები
- ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება აუზის ტერიტორიაზე;
- ბავშვების დახმარება გაკვეთილამდე და გაკვეთილის შემდეგ გამოცვლაში;
- ბავშვების პირადი ნივთების ორგანიზებასა და უსაფრთხოდ შენახვაში დახმარება;
- ბავშვების დახმარება გასახდელიდან აუზამდე და პირიქით გადაადგილებისას;
- ბავშვების მეთვალყურეობა და მათი კომფორტის უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში საცურაო ინვენტარის მომზადებასა და მოწესრიგებაში დახმარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლიანობა, მოთმინება და ყურადღებიანობა;
ბენეფიტები:
- კვება
- ტრანსპორტირება
- დაზღვევა
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ბრიტანულ-ქართული აკადემია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მხარდამჭერი მასწავლებელი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

