მიწოდების ოპერატორი (თბილისი)
გამოქვეყნდა 28 სექბოლო ვადა: 28 ოქტ
- ანაზღაურება
- 500 ₾
- მისამართი
- თბილისი, Tbilisi
- სამუშაო გრაფიკი
- და პირობები: · კვირაში 4- 5 დღე · ცვლიანი გრაფიკი: 1) 10:00 – 16:00 2) 16:00 – 22:00
სრული აღწერა
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, მასლიანა, ფერმა, ტულჩინკა, გრემიო, კაპრო...) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს, ვაკანსიას ქ.თბილისში მიწოდების ოპერატორის ვაკანსიაზე.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა
მოვალეობები:
- პროგრამულად შემოსული შეკვეთების მიღება და დადასტურება;
- დადასტურებული შეკვეთის კურიერისთვის გადაცემა;
- შემოსული შეკვეთების დამუშავება შესაბამის პროგრამაში;
- პერიოდულად პროდუქციის აღწერა;
- სხვა დავალაბების შესრულება აღნიშნული მითითებების შესრულების მიზნით.
პროდუქცია:
- პრემიუმ ხარისხის შოკოლადი და ყავა
- ბავშვთა კვება და მოვლის საშუალებები.
სამუშაო გრაფიკი და პირობები:
- სამუშაო დღეები: კვირაში 4- 5 დღე
- სამუშაო საათები : ცვლიანი გრაფიკი: 1) 10:00 – 16:00 2) 16:00 – 22:00
- ანაზღაურება : ფიქსირებული 500 ლარი და გაყიდვებზე მიბმული ბონუსი.
მისამართი :
- თბილისი, საბურთალოს რაიონი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით
ვაკანსიის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მიწოდების ოპერატორი“ და რეგიონი.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
- მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
- მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
- ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
- ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება’
- შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

