მიწოდების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- ქალაქი
- ქუთაისი
- ბენეფიტები
- · გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით · · სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სთ · · ანაზღაურება კვალიფიკაციიდან გამომდინარე
სრული აღწერა
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას მიწოდების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
· სატრანსპორტო ლოჯისტიკისა და მარშრუტების მართვა;
· მიწოდების განყოფილების პროცესების კონტროლი;
· დაქვემდებარებული გუნდის მართვა;
· სამუშაო პროცესების კონტროლი შესაბამის სისტემაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
· უმაღლესი განათლება;
· სამუშაო გამოცდილება ლოჯისტიკის, საწყობის ან მიწოდების მართვის მიმართულებით;
· 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
· საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel)
პიროვნული თვისებები:
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
· როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებული;
ჩვენ გთავაზობთ:
· გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
· სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სთ;
· ანაზღაურება კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
· სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: bit.ly — ბმულის გახსნა
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 6 თვის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დომინო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მიწოდების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქალაქში - ქუთაისი, ჭავჭავაძის ქ. N2.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

