მიწოდების აგენტი
- მთავარი მოთხოვნა
- B კატეგორიების ( მექანიკა) მართვის მოწმობის ფლობა
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციისა და ტვირთების შეუფერხებლად მიწოდება/გადაზიდვა;
- საქართველოს მასშტაბით საკურიერო მომსახურების გაწევა;
- სისტემატიური კონტროლი რომ მანქანაში ჩატვირთულ პროდუქციაზე გამოწერილი არის სასაქონლო ზედნადები, ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების არ დაწყება;
- ავტომანქანის ინტერიერის/ექსტერიერის სისუფთავეზე ზრუნვა.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სავალდებულოა B კატეგორიების ( მექანიკა) მართვის მოწმობის ფლობა;
- სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობლის ფლობა;
- ავტომობილის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მიწოდების აგენტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

