მიმტანი
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- მისამართი
- თბილისი, პურის მოედანი, #1 #2 (თავისუფლების მოედნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია)
სრული აღწერა
ძველი თბილისის შუაგულში მდებარე, 17-ნომრიანი ბუტიკური ტიპის სასტუმრო "Puris Moedani Hotel Tbilisi" სტუმარმასპინძლობის ჰოლდინგის Landmarker Group-ის წევრია.
"Puris Moedani Hotel Tbilisi" აცხადებს მიმტანის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, პურის მოედანი, #1 #2 (თავისუფლების მოედნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: 1200 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრების მომსახურება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
- მენიუს სრულფასოვანი ცოდნა შემადგენლობისა და ალერგენების გათვალისწინებით
- შეკვეთების მიღება, ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა, სტუმრის სარესტორნო სივრცეში მიღებისა და გამასპინძლების სრული ციკლის მართვა
- შეკვეთის შეყვანა და სათანადო კონტროლი პროგრამაში
- მაგიდის მომზადება სტუმრისთვის, სერვირება
- რესტორნის სივრცეების მოწესრიგებაზე ზრუნვა, სისუფთავის კონტროლი
მოთხოვნები და უნარები:
- ინგლისური ენის ცოდნა
- პასუხისმგებლიანობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები
- დეტალებსა და შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
რატომ უნდა გახდე ჩვენი გუნდის წევრი?
- განვითარების სივრცე სხვადასხვა ლოკაციაზე — გუნდში ყოფნა ნიშნავს არამარტო ერთ პოზიციას, არამედ შესაძლებლობას — გადახვიდე სხვა ობიექტზე, მიიღო ახალი გამოცდილება და განავითარო შენი უნარები რეალურ გარემოში.
- ბენეფიტები, რომლებიც შენზეა მორგებული — სპეციალური ფასები Landmarker Group-ში შემავალ სასტუმროებში, პიროვნული განვითარებისთვის განკუთვნილი შესაძლებლობები და ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც შენს კეთილდღეობაზე ზრუნავს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: Hr@landmarkergroup.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Landmarker Group-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
