იბისი თბილისი სტადიუმი
მომსახურებამიმტანი
გამოქვეყნდა 25 სექბოლო ვადა: 25 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 000 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- ცვლებში, კვირაში 40 საათი
სრული აღწერა
სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ("Ibis Tbilisi stadium") არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს სთავაზობს სტუმრებს 5000-ზე მეტ სასტუმროში, საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.
სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ეძებს ტალანტებს და აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, კვირაში 40 საათი;
- ანაზღაურება: 1000 ლარი;
- გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და განვითარების შესაძლებლობას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრისათვის მენიუს შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- შეკვეთის დროულად მიღება;
- სტუმრების დროული და თავაზიანი მომსახურება;
- სამუშაო ადგილის სუფთა მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა.
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- აქტიური;
- ორგანიზებული;
- კომუნიკაბელური;
- გუნდური მოთამაშე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელფოსტაზე: Salome.dumbadze@accor.com. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
