მიმტანი, ბარმენი, დაცვა, ადმინისტრატორი
- ქალაქი
- გუდაური
სრული აღწერა
"Carpe Diem" მდებარეობს ზღვის დონიდან 2, 172 მეტრზე და სტუმრებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს, 61 ნომერს, რესტორანს, ტერასას, კინოთეატრს, საუნასა და სხვა მომსახურებებს.
ლოკაცია: გუდაური
სამუშაო განაკვეთი: სრული
კომპანია უზრუნველყოფს საცხოვრებელს და კვებას.
ვიწვევთ გამოცდილ და მოტივირებულ კანდიდატებს შემდეგ პოზიციებზე:
- მიმტანი
- სტუმრების მიღება და მომსახურება;
- მენიუს ცოდნა და შეკვეთების მიღება;
- სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
- სისუფთავისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას +ბონუსი და თიფი.
- ბარმენი
- სასმელების მომზადება და სტუმრებისთვის შეთავაზება;
- ბარის მარაგებისა და პროდუქციის კონტროლი;
- ბარის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
- სტუმრებთან კომუნიკაცია და მომსახურება;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას +ბონუსი და თიფი.
- უსაფრთხოების თანამშრომელი (დაცვა)
- სასტუმროს ტერიტორიისა და უსაფრთხოების კონტროლი;
- წესრიგის დაცვა და საეჭვო შემთხვევებზე დროული რეაგირება;
- სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- უსაფრთხოების წესებისა და პროცედურების დაცვა.
- ადმინისტრატორი
- სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და განთავსება;
- ჯავშნების მართვა და ინფორმაციის მიწოდება;
- სტუმრების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე რეაგირება;
- სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია;
- სტუმრებისთვის კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები ყველა პოზიციისთვის:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასაუბრო დონეზე);
- კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტუმარზე ორიენტირებული მომსახურების კულტურა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@carpediem.ge და ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
"თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
