მიმტანი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
სრული აღწერა
რესტორანი, პაბი, გრილი საჭაშნიკე აცხადებს ვაკანსიას აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მიმტანი
პოზიცია - მიმტანი
უშუალო ხელმძღვანელი - სერვის მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი - სრული
პოზიციის ძირითადი როლი - სტუმრების მომსახურება
ძირითადი ფუნქციები
- სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
- მაგიდების მოწესრიგება და სერვირება სტანდარტების შესაბამისად;
- სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მენიუს კერძების/სასმელების შემადგენლობის ცოდნა და სტუმრებისათვის შეთავაზება;
- მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების ცოდნა;
- შეკვეთის საერთო ხარჯების მომზადება და ანაგარიშსწორების უზრუნველყოფა;
- მიღებული შეკვეთების მიხედვით სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია;
- პროცესში წამოჭრილი გაუთვალისწინებელი საკითხების/პრობლემების გადასაჭრელად ოპერატიული რეაგირება და სამომავლო პრევენცია;
- სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
- მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;
- კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა, ჰიგიენის სტანდარტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა.
კვალიფიკაცია
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდა
უნარები
- როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
- პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
- ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი
შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@satchashnike.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
