ბონკაფე
მომსახურებამიმტანი
გამოქვეყნდა 12 ოქტბოლო ვადა: 12 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 40 საათი
- მისამართი
- თბილისი, ნეკერჩხლის 2; "მწვანე ქალაქი ლისზე"
სრული აღწერა
ჩვენს გუნდში ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს მიმტანის პოზიციაზე.
"ბონკაფე" წარმოადგენს ადგილს, სადაც მომხმარებელს ვთავაზობთ ყოველდღიური რაციონის შემადგენელ საკვებ პროდუქტებს: პურ-ფუნთუშეულს, სხვადასხვა სახეობის ცხელ და ცივ კერძებს, დესერტებს, ცივ და ცხელ სასმელებს.
მისამართი: ნეკერჩხლის 2; "მწვანე ქალაქი ლისზე".
პირობები:
- ანაზღაურება: 1300-დან (გამოცდილების შესაბამისად) + ბონუსი
- დასვენება: 5/2 (8-საათიანი სამუშაო გრაფიკი) ან 6/1 (6.5-საათიანი სამუშაო გრაფიკი)
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს.
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
- კადრების ტრანსპორტირებას.
- თანამშრომლებისთვის 50%-იან ფასდაკლებას ნაწარმოებ პროდუქციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მენიუს მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა და სტუმრებისთვის კონსულტაციის გაწევა.
- სალაროს ოპერაციების შესრულება.
- ონლაინ შეკვეთების კოორდინირება.
- სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა.
- სტუმრების დახვედრა და მაგიდასთან განთავსება.
- შეკვეთის მიღება, შესაბამის სისტემაში დაფიქსირება და დროული მიწოდება.
- მაგიდების სერვირება.
- გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კვებისა და სასმელების დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
- კომუნიკაციისა და გამართულად მეტყველების უნარები.
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა.
- მაღალი პასუხისმგებლობა.
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე: boncafetbilisi@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
