Villa Padre
მომსახურებამიმტანი
გამოქვეყნდა 19 ოქტბოლო ვადა: 19 ნოე
- ანაზღაურება
- 1 200+ ₾
სრული აღწერა
"Villa Padre"_რესტორანი, რომელიც მდებარეობს თბილისში, გიორგი შატბერაშვილის 23 ნომერში, ეძებს გუნდის წევრს მიმტანის პოზიციაზე:
- ჯანსაღი, კომფორტული სამუშაო გარემო, პირადი და პროფესიული ბალანსი, სადაც მოქნილი სამუშაო გრაფიკი, დასვენების დღეები და უპირატესობები გელოდებათ;
- მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტები და პროგრამული უზრუნველყოფა;
- კვალიფიკაციის გაუმჯობესება, ტრენინგები, სხვადასხვა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
- კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფა;
- შესაბამისი ანაზღაურება და მიზნობრივი ბონუსები;
- 12 საათიანი ცვლა; 2 დღე დასვენება, 2 დღე მუშაობა;
- საწყისი ანაზღაურება 1200 ლარიდან.
საჭირო უნარები/მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა (დამატებითი ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
- ქართულ ენაზე სრულყოფილი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და თავაზიანობა;
- შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭებათ ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
- მენიუს კერძების/სასმელების შემადგენლობის ცოდნა და სტუმრებისათვის შეთავაზება;
- ადმინისტრატორებთან, სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია;
- მაგიდებისა და დახლების მოწესრიგება და სერვირება მიღებული სტანდარტის შესაბამისად;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალების შესრულება;
- კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "Villa Padre"_ს პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის villapadre.restaurant@gmail.com მისამართზე სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვეკონტაქტეთ ნომერზე +995 505-05-22-55
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
