მიმტანი
გამოქვეყნდა 7 ოქტბოლო ვადა: 7 ნოე
- ანაზღაურება
- 1 200+ ₾
- სამუშაო გრაფიკი
- 14:00-23:00
სრული აღწერა
ამერიკული სტილის ბარბექიუ რესტორანი "ანძა - ANDZA.BBQ" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
რესტორანს აქვს ორი ფილიალი მახათას მთაზე და ვერაზე ბაქრაძის 20 ნომერში.
ჩვენი სამზარეულო ამერიკული სტილის შებოლილი ბარბექიუთი გამოირჩევა, ასევე ბურგერები და სხვა კერძები გვაქვს.
ანაზღაურება: 1200 ლარი + თიფი
სამუშაო გრაფიკი: 14:00-23:00
ფუნქცია-მოვალეობები:
- მენიუს შემადგენლობის ცოდნა;
- მომსახურების წესების დაცვა;
- სტუმრების მიღება, სწრაფი და სტუმართმოყვარე მომსახურების გაწევა;
- მაგიდების ალაგება და სისუფთავის კონტროლი;
- სტუმრისთვის ანგარიშის მიტანა და გადახდის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა;
- სამუშაო ინვენტარის მოფრთხილება;
- სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო;
- ქართული და ინგლისური ენის ცოდნა;
- ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
- სტუმართმოყვარე მომსახურების უნარი;;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: andza.bbq@gmail.com ან მოგვწერეთ ინსტაგრამის გვერდზე დამსაქმებლის გვერდის ნახვა
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
