Holiday Inn Express Tbilisi Avlabariმიმღების თანამშრომელი
გამოქვეყნდა 21 ოქტბოლო ვადა: 19 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება
სრული აღწერა
სასტუმრო Holiday Inn Express Tbilisi Avlabari ეძებს გუნდის ახალ წევრებს, კერძოდ: მიმღების თანამშრომელს
ფუნქციები და მოვალეობები:
- დადგენილი სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, განთავსება და გაცილება;
- ჯავშნების მიღება, სისტემაში დაფიქსირება და მონიტორინგი;
- სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო პროგრამული და ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- შემოსული კორესპონდენციის მონიტორინგი და უკუკავშირი;
- სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
- სტუმრებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრებისა და ტარიფების, ასევე სასტუმროში არსებული სხვა ობიექტებისა და სერვისების შესახებ;
- მიღება-განთავსების განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
- სამუშაოს ეფექტურობისთვის საჭირო რეპორტების წარმოება;
- სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია;
- IHG Hotels and Resorts საერთაშორისო სტანდარტებისა და სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით მოქმედება
საჭირო გამოცდილება და უნარ-ჩვევები:
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Opera Hotel Management System-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
- დროის სწორად გადანაწილების უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- მულტიფუნქციურობა და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის გამოცდილებასა და შესაბამისად, სერტიფიცირებულ ტრეინინგებს;
- გლობალურ თანამშრომლის ფასდაკლებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის სასტუმროებში;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას თანამშრომლებისთვის გამოყოფილ სივრცეში;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს (ცვლების მიხედვით);
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე და subject გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: fom@hiextbilisi.com
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, დოქტორი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
