ასა
ადმინისტრაციამიმღების განყოფილების მენეჯერი
გამოქვეყნდა 20 ოქტბოლო ვადა: 20 ნოე
სრული აღწერა
ტურისტული კომპანია "ასა" აცხადებს ვაკანსიას მიმღების განყოფილების მენეჯერის თანამდებობაზე.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში, მარკეტინგში, ტურიზმში, მაგისტრის ხარისხი განიხილება უპირატესობად;
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერის თანამდებობაზე ტურიზმის სფეროში;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების (ინგლისური, რუსული) თავისუფლად ფლობა.
დამატებითი მოთხოვნები:
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
- არგუმენტირების უნარი, როგორც წერითი, ასევე ვერბალური;
- ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- პრეზენტაციების წარმოდგენის უნარ-ჩვევები;
- გუნდური მუშაობის პრაქტიკა;
- დისციპლინირებულობა და პუნქტუალობა.
ფუნქციები და მოვალეობები:
- პარტნიორებთან ურთიერთობა;
- ადმინისტრაციული მუშაობა;
- წერილობითი ანგარიშების და საპრეზენტაციო მასალების წარმოდგენა;
- პერიოდულად ბაზრის კვლევის ჩატარება, არსებული მდგომარეობის შესწავლის და ტენდენციების პროგნოზირების მიზნით;
- ტურისტული პროდუქტის ჩამოყალიბება და წინწაწევა.
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და უნარ-ჩვევებზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 01.12.24
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV სურათით და სამოტივაციო წერილი ელ მისამართზე info@asa.ge.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
