მიმღები
- მისამართი
- გეზი, გამარჯვება
- ბენეფიტები
- საწყობამდე ტრანსპორტირება, კვება
- სამუშაო გრაფიკი
- 08:00-17:00, 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება
სრული აღწერა
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.
2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მიმღების პოზიციაზე ქალაქ თბილისში:
სამუშაო პირობები
სამუშაო გრაფიკი: 08:00-17:00, 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება
სამუშაო ადგილი: გეზი, გამარჯვება
ბენეფიტები: საწყობამდე ტრანსპორტირება, კვება
ძირითადი ფუნქციები:
- საწყობში შემოსული საქონლის ხელით ან მექანიკური/ელექტრო საშუალებებით ჩამოცლა სატვირთო ავტომანქანიდან შეფუთვა და განთავსება საწყობში განსაზღვრულ სივრცეში;
- საწყობის ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება, დატვირთვა-გადმოტვირთვა;
- სატვირთო ავტომანქანების დატვირთვა საქონლით;
- საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად, სასწორის მომზადება პროდუქციის ასაწოდან და სასწორზე განთავსება;
- საწყობის და მიმდებარე ტერიტორიის დალაგება - ცარიელი პალეტების, ყუთების და სხვა სასაწყობე ინვენტარის განთავსება განსაზღვრულ ადგილას.
- ხელმძღვანელის მითითებით საჭიროების შემთხვევაში საწყობის მარაგების გადალაგებაში მონაწილების მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მიმღები
ქალაქში: თბილისი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

