მილსადენების რეაბილიტაციის სპეციალისტი (UV Lining)
- ანაზღაურება
- 1 560 ₾ / თვე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 09:00 დან-18:00 მდე
- გამოცდილება
- საშუალო (middle), 2 წლამდე
- ბენეფიტები
- ბონუსი
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 19 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მილსადენების რეაბილიტაციის სპეციალისტის (UV Lining) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 დან-18:00 მდე.
ანაზღაურება: 1560 ლარი + ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 595 25 61 43
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო მოედნის/ობიექტის მომზადება და სამუშაო პროცესისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა;
- წყალარინების ქსელების აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
- ჭების გახსნა/დახურვა, სამუშაო ზონის მოწყობა;
- დაზიანებული საკანალიზაციო მილების გაწმენდა სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით;
- აღჭურვილობის მომზადება, ტრანსპორტირება და მონტაჟი;
- მოქნილი მილების, კაბელებისა და სხვა ტექნიკური მოწყობილობების მონტაჟი/დემონტაჟი;
- მონაწილეობის მიღება ულტრაიისფერი (UV) გამყარების პროცესში;
- მილსადენების ვიდეოდიაგნოსტირებაში CCTV ოპერატორის დახმარება;
- წყლის, ჰაერისა და სხვა დამხმარე სისტემების მიერთება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- სამუშაო ზონის დასუფთავება, ინვენტარის მოწესრიგება და დასაწყობება;
- სამუშაო პროცესში უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
- UV lining-ის მომზადება, მილში ჩაშვება და სწორად პოზიციონირება;
- UV lining-ის რობოტიზებული სისტემის გამართვა და მილში შეყვანა;
- მილში ჰაერის წნევის მუდმივი კონტროლი (ლაინერის სრულად გაბერვამდე);
- UV lining-ის გადაადგილების სიჩქარისა და ტემპერატურის მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული ტექნიკური განათლება.
- ტექნიკურ, სამშენებლო ან სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუშაობის გამოცდილება.
- მილსადენების/ინფრასტრუქტურის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- საკანალიზაციო ქსელებთან, მილსადენებთან და ვიდეო-დიაგნოსტიკის (CCTV) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- სპეციალიზებულ ტექნიკასთან ან ტექნიკურ აღჭურვილობასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
კატეგორია: მშენებლობა / წყალგაყვანილობის სპეციალისტი
გამოცდილება: საშუალო (middle), 2 წლამდე
განათლება: ბაკალავრი, კურსდამთავრებული
ბენეფიტები: ბონუსი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
