მიკრო სესხების ბანკირი
- მისამართი
- ქ.ახალციხე
- ბენეფიტები
- თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები · ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს · კარიერული ზრდის შესაძლებლობას
სრული აღწერა
06-10-2026 - 06-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანსიის დასახელება: მიკრო სესხების ბანკირი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო ადგილი: ქ.ახალციხე;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 06.11.2026
სს. მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას მიკრო სესხების ბანკირის პოზიციაზე ქ.ახალციხეში.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი "ემბისი" 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდო აქვს მოპოვებული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საკრედიტო გეგმის შესრულება ეფექტური გაყიდვების გზით;
- საკრედიტო პორტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა;
- პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება;
- მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი და კვალიფიციური მომსახურება, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
- საკრედიტო განაცხადის მიღება, მომხმარებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმოება და მისი ზოგადი ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
- საკრედიტო ფაილების მომზადება და მათი საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
- სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცესების წარმოება;
- საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი;
- შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
- მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
ჩვენ გთავაზობთ:
- თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- დასაქმებულის საპენსიო შენატანი (4%) სრულიად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სს. მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას მიკრო სესხების ბანკირის პოზიციაზე ქ. ახალციხეში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

