მიღება-განთავსების დეპარტამენტის რეგისტრატორი
გამოქვეყნდა 16 ოქტბოლო ვადა: 16 ნოე
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- ქალაქი
- ბორჯომი
სრული აღწერა
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტის რეგისტრატორის (ღამის აუდიტის) პოზიციაზე.
კვირაში 4 სამუშაო დღე (40 საათი)
ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება - სრული
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, გაცილება და მაღალი სტანდარტის მომსახურების უზრუნველყოფა
- ჯავშნების, გადახდებისა და სტუმრის ანგარიშების მართვა და სიზუსტის კონტროლი
- ღამის აუდიტის პროცედურების შესრულება, ფინანსური ანგარიშების დახურვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
- სტუმრების მოთხოვნებსა და საჩივრებზე ოპერატიული რეაგირება, პრობლემების ეფექტური გადაჭრა შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით
- სატელეფონო ზარების, ელექტრონული კომუნიკაციისა და შიდა ინფორმაციის კოორდინაციის უზრუნველყოფა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალობა
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- გუნდურობა და ენერგიულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარება
- კონკურენტული ანაზღაურება
- ტრანსპორტირება ღამის საათებში
- დაზღვევა
- კვება
- სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: natia.lomidze@borjomilikaniresort.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
