მეურვეობა-მზრუნველობისა და მხარდაჭერის დეპარტამენტის პროფესიული ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/სოციალური მუშაკი
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
მეურვეობა-მზრუნველობისა და მხარდაჭერის დეპარტამენტის პროფესიული ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/სოციალური მუშაკი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
კატეგორია:
სოციალური სამსახური
განცხადების ბოლო ვადა:
04.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
ა) სააგენტოს სოციალური მუშაკების პრაქტიკის რეგულარული მხარდაჭერა და ხელშეწყობა;
ბ) ინდივიდუალურ შემთხვევებზე მომუშავე სოციალური მუშაკების მხარდაჭერა და ზედამხედველობა მეთოდოლოგიური მითითებებისა და პროფესიული რჩევების გაზიარებით;
გ) სააგენტოს სოციალური მუშაკების პიროვნული მხარდაჭერა, რაც გულისხმობს პროფესიული გადაწვისა და სამუშაოსთან დაკავშირებულ სტრესთან გამკლავებას, რათა თანამშრომლებმა უზრუნველყონ ხარისხიანი, ბენეფიციარზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდება;
დ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ანგარიშების პროექტების, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების, ასევე, ეროვნული სამოქმედო გეგმებითა და სხვა დოკუმენტებით გათვალისწინებული სააგენტოს მიერ განსახორციელებელი აქტივობების შესრულების შესახებ ანგარიშების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ე) შესაბამის სამუშაო შეხვედრებში, კონფერენციებსა და სწავლების პროცესში მონაწილეობა;
ვ)უფლებამოსილების ფარგლებში, შემოსული კორესპონდენციის (წერილები/განცხადებები) განხილვა, პასუხებისა და დასკვნების პროექტების მომზადება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
სოციალური მუშაკი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“;
ბ) საქართველოს კანონი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ (ზოგადი პრინციპების დონეზე);
დ) „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“;
ე) „ბავშვის უფლებათა კოდექსი“;
ვ) საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის N488 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური მუშაობის ეთიკის სტანდარტი“;
ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 4 ივნისის N01-52/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესი“;
თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 4 ივნისის N 01-53/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტები“;
ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
კ) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულება".
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, მიხეილ ასათიანის 9
საკონტაქტო ტელეფონები:
+995 (32) 2 192232
დამატებითი მოთხოვნები:
- სოციალურ მუშაკად არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
- ბენეფიციართა ადვოკატირების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანგარიშების /რეკომენდაციების მომზადების გამოცდილება;
- პრობლემების ანალიზის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- მოქნილობა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის კარგი უნარი;
- განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა;
- კომპიუტერის – საოფისე პროგრამების ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების ველში აუცილებელია სოციალურ მუშაკად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა;
- კანდიდატმა დამატებითი დოკუმენტაციის ველში უნდა ატვირთოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ფუნქცია-მოვალეობების მითითებით იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ დასტურდება სტრუქტურული ერთეულის დასახელებით და დაკავებული პოზიციით;
- კანდიდატი ვერ გადავა მეორე ეტაპზე (ზეპირი დავალება/გასაუბრება) თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული;
- დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება კანდიდატებს ეცნობებათ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
