მეურვეობა-მზრუნველობისა და მხარდაჭერის დეპარტამენტის მეურვეობა-მზრუნველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 560 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
მეურვეობა-მზრუნველობისა და მხარდაჭერის დეპარტამენტის მეურვეობა-მზრუნველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
კატეგორია:
სოციალური სამსახური
განცხადების ბოლო ვადა:
04.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
ა) მცირე საოჯახო ტიპის სახლებში რიცხული ბენეფიციარების ერთიანი რეესტრის წარმოება;
ბ) ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრირებულ ბავშვთა ერთიანი რეესტრის წარმოება;
გ) მინდობით აღზრდის რეესტრის წარმოება;
დ) ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირების მოსამზადებელი კურსის ორგანიზების პროცედურების განხორციელება და კოორდინაცია;
ე) ბავშვების ჩარიცხვა–ამორიცხვის პროცესში ინსტიტუციებში არსებული ლიმიტების დაცვა;
ვ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ/შეზღუდულქმედუნარიანად/მხარდამჭერის მიმღებად ცნობილი პირების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზირება და საჭიროების შემთხვევაში, მონაცემთა გაცვლის პროცესის კოორდინირება;
ზ) მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის ადმინისტრირება;
თ) მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის მომზადება;
ი) საერთაშორისო და ქვეყნისშიდა შვილად აყვანის პროცედურების წარმართვა და შესაბამისი ბაზების წარმოება;
კ) მოქალაქეების კონსულტირება საერთაშორისო შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებით;
ლ),,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“, ჰააგის კონვენციის ფარგლებში, ცენტრალურ ორგანოსთან -იუსტიციის სამინისტროსთან, თანამშრომლობა არამართლზომიერად გადაადგილებული, დაკავებული და გატაცებული ბავშვებისა და მათი ოჯახების საკითხებზე;
მ)ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურებში არასრულწლოვანთა წარმომადგენლობა;
ნ) სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების დოკუმენტაციასთან (დაბადების მოწმობა; პირადობის მოწმობა) დაკავშირებით საქმეების კოორდინაცია;
ო) სუროგაციის შედეგად გაჩენილი ბავშვების შესახებ კორესპონდენციების განხილვა;
პ) ,,ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 1993 წლის 29 მაისის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, კონვენციის მუდმივმოქმედ ბიუროსთან, კონვენციის მხარე სახელმწიფოების ცენტრალურ, კომპეტენტურ და აკრედიტირებულ ორგანოებთან, ასევე უცხოელ მშვილებლებთან ტექნიკური საკითხების მოგვარება: კონფერენციისათვის საჭირო მასალების მომზადება (თარგმნა, სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება, კორესპონდენციის მომზადება);
ჟ) საერთაშორისო გაშვილებას დაქვემდებარებული, გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვების საქმეების მომზადება ექსპერტიზისათვის და ექსპერტიზის პროცესის კოორდინირება;
რ)დონორი ორგანიზაციებისათვის ანგარიშების მომზადება;
ს) მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა და თავშესაფრის სოციალურ მუშაკთან ერთად შემთხვევის წარმოების პროცესის წარმართვა;
ტ) მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრში გადაყვანის შემდეგ შემთხვევაზე ზედამხედველობის გაწევა;
უ) მობილური ჯგუფის სხვა წევრების საქმიანობის დაგეგმვა და კოორდინაცია;
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
სამართალი ან/და საერთაშორისო სამართალი ან/და საჯარო მმართველობა
საკონკურსო თემატიკა:
ა) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“;
გ) „ბავშვის უფლებათა კოდექსი“;
დ) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულება".
ე) „ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის კონვენცია;
ვ) "ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1993 წლის 29 მაისის ჰააგის კონვენცია.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, მიხეილ ასათიანის 9
საკონტაქტო ტელეფონები:
+995 (32) 2 192232
დამატებითი მოთხოვნები:
- იურისტად ან/და მეურვეობა-მზრუნველობის ან/და ბავშვთა უფლებების ან/და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
- კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ანგარიშების მომზადების უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაციის უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
ლ) საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა;
მ) კომპიუტერის – საოფისე პროგრამების ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების ველში აუცილებელია იურისტად ან/და მეურვეობა-მზრუნველობის ან/და ბავშვთა უფლებების ან/და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა;
- კანდიდატმა დამატებითი დოკუმენტაციის ველში უნდა ატვირთოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ფუნქცია-მოვალეობების მითითებით იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ დასტურდება სტრუქტურული ერთეულის დასახელებით და დაკავებული პოზიციით;
- კანდიდატი ვერ გადავა მეორე ეტაპზე (ზეპირი დავალება/გასაუბრება) თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული;
- დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება კანდიდატებს ეცნობებათ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
