მეურნეობის ტექნიკური მენეჯერი
- ანაზღაურება
- 2 000 ₾
- მისამართი
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი უჯარმა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- ანაზღაურებას 2 000 ლარიდან, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით · სამუშაოს შესასრულებლად საჭირო აღჭურვილობითა და ინსტრუმენტებით უზრუნველყოფას · სამუშაოს წარმატებით შესრულების შემთხვევაში, კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
სრული აღწერა
შპს გროსვატი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მეურნეობის ტექნიკური მენეჯერი
სამუშაო ადგილი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი უჯარმა
ანაზღაურება: 2 000 ლარიდან — გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ნოემბერი, 2026 წელი
სოფელ უჯარმაში მდებარე მეურნეობისთვის, რომელიც მოიცავს მზის ელექტროსადგურებსა და სათბურებს, ვეძებთ ტექნიკური განათლებისა და მენეჯერული უნარების მქონე თანამშრომელს.
პოზიციის მიზანია მეურნეობის ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება, ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა და საჭირო სამუშაოების დაგეგმვა, შესრულება და შესრულების კონტროლი.
ძირითადი მოვალეობები:
- მეურნეობის ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის მდგომარეობის რეგულარული შემოწმება და მოვლა-პატრონობის ორგანიზება;
- ტექნიკური საჭიროებებისა და გაუმართაობების დროული გამოვლენა და შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და შესრულება;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
- საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის მოძიება და მობილიზება, დავალებების განაწილება და 4–5 თანამშრომლის მუშაობის მართვა;
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი;
- ხელმძღვანელისთვის მეურნეობის მდგომარეობის, შესრულებული სამუშაოებისა და საჭირო რესურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის სხვა ობიექტებზე გასვლა ანალოგიური სამუშაოების შესასრულებლად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- მცირე გუნდის მართვის გამოცდილება ან შესაბამისი ორგანიზაციული უნარები;
- ტექნიკური ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა;
- პრაქტიკული ტექნიკური უნარები და საველე პირობებში მუშაობის მზადყოფნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- საჭიროების შემთხვევაში, სხვა ლოკაციებზე სამუშაოდ გასვლის მზადყოფნა.
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს:
- განათლება ენერგეტიკის ან ელექტროინჟინერიის მიმართულებით;
- ელექტროუსაფრთხოების შესაბამისი ჯგუფი/კვალიფიკაცია;
- მზის ელექტროსადგურების, სათბურების ან მსგავსი მეურნეობის ტექნიკური მომსახურების გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების პრაქტიკულად გადაჭრის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურებას 2 000 ლარიდან, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
- სამუშაოს შესასრულებლად საჭირო აღჭურვილობითა და ინსტრუმენტებით უზრუნველყოფას;
- სამუშაოს წარმატებით შესრულების შემთხვევაში, კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის მიერ ორგანიზებულ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსა და ტრენინგებში მონაწილეობას.
განაცხადის გამოგზავნა:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან მოკლე ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ელფოსტაზე: info@grosswatt.ge
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 2000
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
- ანაზღაურების პირობები
- ანაზღაურება: 2 000 ლარიდან — გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად ანაზღაურებას 2 000 ლარიდან, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

