მეთვალყურე
გამოქვეყნდა 13 ნოებოლო ვადა: 13 დეკ
- მისამართი
- ქ. თბილისი, კუს ტბის ასახვევი N1
- სამუშაო გრაფიკი
- დასაქმებული მუშაობს კვირაში 5 დღე (დასვენების დღე - ორშაბათი და კვირის რომელიმე დღე არჩევით) · 10:00-18:00 სთ
სრული აღწერა
სსიპ - "საქართველოს ეროვნული მუზეუმის" გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი აცხადებს ვაკანსიას მეთვალყურის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ადგილების რაოდენობა - 1;
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
- სამუშაო გრაფიკი: დასაქმებული მუშაობს კვირაში 5 დღე (დასვენების დღე - ორშაბათი და კვირის რომელიმე დღე არჩევით);
- სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ;
- ანაზღაურება: 1100 (ათას ასი) ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კუს ტბის ასახვევი N1.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
- სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
- სასურველია მუზეუმის სპეციფიკის შესაბამისი ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კეთილსინდისიერება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ექსპონატ-ნაგებობისა და მასში განთავსებული ექსპონატების მოვლა-პატრონობა;
- მუზეუმის ვიზიტორების მეთვალყურეობა და მუზეუმში დადგენილი წესების დაცვის კონტროლი;
- დამთვალიერებლებისთვის ზოგადი ინფორმაციის მიწოდება მუზეუმის ისტორიისა და ექსპონატების შესახებ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrgnmuseum@gmail.com
გთხოვთ, აღწერაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

