მეცნიერების დეპარტამენტის მეცნიერების პოპულარიზაციისა და ქართველოლოგიის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 680 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- განათლების ან/და სამეცნიერო სფეროში ან/და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის გამოცდილება
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მეცნიერების დეპარტამენტის მეცნიერების პოპულარიზაციისა და ქართველოლოგიის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
კატეგორია:
განათლება/მეცნიერება/კულტურა
განცხადების ბოლო ვადა:
16.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3680 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
ა) სამსახურებრივი კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და სათანადო პასუხის მომზადება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
გ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიმართულებით მხარდამჭერი პროგრამების (მათ შორის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარების ) ხელშეწყობა, შესაბამისი მიზნობრივი ღონისძიებების დაგეგმა და განხორციელების პროცესში ჩართულობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ე) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა და გაზიარება, რესურსებზე წვდომისა და მეცნიერების პოპულარიზაციის გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
ზ) მეცნიერებაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო ქსელებსა და პროგრამებში მონაწილეობა;
თ) Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის საქმიანობის პოპულარიზაციის პროცესში ჩართულობა;
ი) მეცნიერების განვითარების ეროვნული პოლიტიკის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ჩართულობა;
კ) დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეული დავალებების/მითითებების შესრულება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის დებულებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
ვ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ი) „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილება;
კ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის დებულება;
ლ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შინაგანაწესი;
მ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საქმისწარმოების ინსტრუქცია.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, დ. უზნაძის 52
საკონტაქტო ტელეფონები:
2 200 220
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა განათლების ან/და სამეცნიერო სფეროში ან/და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის გამოცდილება.
კომპეტენციები და უნარები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
კომპლექსური აზროვნება;
დროის ეფექტიანი მართვა;
საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
სასურველია მაგისტრის ხარისხი.
დამატებითი ინფორმაცია:
- შიდა კონკურსი:
- შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულებაში ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს.
- შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.
- დამატებითი დოკუმენტაციის ველში სავალდებულოა აიტვირთოს დოკუმენტი (რომელიც გაცემული უნდა იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წინამდებარე ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენამდე მაქსიმუმ 10 დღით ადრე) რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის დასაქმებული საჯარო დაწესებულებაში ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით.
კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების (ბაკალავრი) დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარების შესახებ;
- განათლების ან/და სამეცნიერო სფეროში ან/და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების თარიღები (დღე, თვე, წელი), დაკავებული თანამდებობა.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა.
- კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს ვაკანსიის განაცხადით დადგენილ მოთხოვნებს. დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
- კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.vacancy.hr.gov.ge.
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
შერჩეული კანდიდატის დასანიშნად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა, დადებითი პასუხის შეტყობინებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
- ცნობა საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის შესახებ;
- ნარკოლოგიური შემოწმებისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობები;
- ცნობა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან, რომ აღნიშნული პირი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი არ არის (მის: ქ. თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. N9);
- ცნობა საჯარო სამსახურიდან, რომელშიც აღნიშნული პირი მუშაობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და გათავისუფლებული არ არის დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის (აღნიშნული ცნობის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შერჩეული კანდიდატი ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში);
- წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
