მესაწყობე
- მისამართი
- გეზი, გამარჯვება
- ბენეფიტები
- საწყობამდე ტრანსპორტირება, კვება
- სამუშაო გრაფიკი
- 08:00-17:00, 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება
სრული აღწერა
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მესაწყობის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 08:00-17:00, 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება
სამუშაო ადგილი: გეზი, გამარჯვება
ბენეფიტები: საწყობამდე ტრანსპორტირება, კვება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროგრამაში გენერირებული დავალებების შესაბამისად დაბრუნებული ინვენტარის მიღება, დასაწყობება და განთავსება მისთვის გამოყოფილ ადგილზე;
- სავაჭრო ობიექტებიდან დაბრუნებული პროდუქციის სტატუსების მიხედვით დაყოფა და მისი დახარისხება;
- სავაჭრო ობიექტებიდან დაბრუნებული ყუთების დადგენილი წესით პალეტიზაცია, შესაბამის სივრცეში განთავსება და საჭიროების შემთხვევაში, დათვლა;
- ღამის საათებში მიწოდების მიერ დაბრუნებული როლ-პალეტების მიღება, დახარისხება, ხარვეზების დაფიქსირება და განთავსება მისთვის გამოყოფილ ადგილას;
- ჩამოწერილი პროდუქციის ნაგავსაყრელზე წაღების მიზნით მანქანაში შეტვირთვა;
- დაბრუნების პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების უშუალო ხელმძღვანელისთვის შეტყობინება;
- სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
- შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- საწყობის ტერიტორიაზე ინდივიდუალურად მინიჭებული დაცვის საშუალებების გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- საშუალო ან ტექნიკური განათლება
- საწყობში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მესაწყობე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

