მესაწყობე
გამოქვეყნდა 19 ოქტბოლო ვადა: 17 ნოე
- ანაზღაურება
- 900 ₾
- ქალაქი
- გურჯაანი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
ემბავუდ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას მესაწყობეს პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- თბილისიდან ჩამოსული საქონლის მიღება, რაოდენობის დათვლა და თანმხლებ დოკუმენტაციასთან შედარება;
- მიღებული საქონლის მდგომარეობის შემოწმება და საწყობში სწორად განთავსება;
- ამწყობებისთვის შეკვეთების მომზადება და ავტომობილების დატვირთვა;
- საწყობში არსებული საქონლის ნაშთების კონტროლი და აღრიცხვა;
- საწყობში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
- თვეში ერთხელ ინვენტარიზაციის ჩატარება
- რეკლამაციებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის პროგრამაში სწორად და სრულყოფილად შეყვანა;
- რეკლამაციების სტატუსების მუდმივი კონტროლი;
- თბილისიდან სარეკლამაციო საქონლისა და საჭირო ნაწილების დროული გამოგზავნის კონტროლი;
- მომხმარებლისთვის სარეკლამაციო საქონლისა და ნაწილების დროული მიწოდების პროცესის კონტროლი;
- რეკლამაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამის თანამშრომლებთან კომუნიკაცია და პრობლემების დროული მოგვარების ხელშეწყობა;
- საქონლის დანაკლისის, დაზიანებისა და აღრიცხვაში აღმოჩენილი შეუსაბამობების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება;
- საწყობში საქონლის უსაფრთხო შენახვისა და განთავსების წესების დაცვა;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღებიანობა;
- ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
- კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის საბაზისო უნარები;
- ინფორმაციის ზუსტად აღრიცხვისა და დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
- ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელფოსტაზე: hr@embawood.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 900
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
