მესამე რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აუდიტი)
- ანაზღაურება
- 1 520 ₾
- ქალაქი
- თერჯოლა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მესამე რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აუდიტი)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
ორგანიზაციის შესახებ:
რესურსცენტრი არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, რომლის მიზანია სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.
კატეგორია:
აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა:
13.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1520 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თერჯოლა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
თერჯოლის, ტყიბულის, ზესტაფონის და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და გამოვლენილ ფაქტებზე ინფორმაციის სამინისტროსათვის წარდგენა;
თერჯოლის, ტყიბულის, ზესტაფონისა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების თაწამშრომლებს მიმართავს მოთხოვნით წერილობით ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე, რესურსცენტრში გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;
ახორციელებს ახსნა-განმარტების ჩამორთმევას და კონკრეტულ ფაქტზე ინფორმაციის მიღებას;
ახორციელებს რესურსცენტრებისა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების თანამშრომლებისაგან მისთვის საჭირო ინფორმაციის, დოკუმენტის მიღებას, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენას, დოკუმენტების ასლების გადაღებას და სხვა, გარდა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, შეუძლია მოითხოვოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების
თანამშრომლების ან მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობა, აგრეთვე შეუძლია ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თავის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს კორესპოდენციას;
ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი და ხელმძღვანელის დავალებით, რესურსცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს შრომის კოდექსი;
- ბავშვის უფლებათა კოდექსი;
- საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
- ,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N31 ბრძანება;
- „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06 ბრძანება;
- ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანება;
- ,,საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანება;
- ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს N675 ბრძანება;
- ,,სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N80/ნ ბრძანება;
- ,,მოსწავლის ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N79/ნ ბრძანება;
- ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანება;
- ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N18/ნ ბრძანება;
- ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს N114/ნ ბრძანება;
- ,,მოსწავლის პირადი საქმის ფორმისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 06 იანვრის N06 ბრძანება;
- ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის N193/ნ ბრძანება;
- ,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის N167/ნ ბრძანება;
- ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანება;
- ,,ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის N16/ნ ბრძანება;
- „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2024 წლის 19 ივნისის N108/ნ ბრძანება ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
- „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქალაქი თერჯოლა, ანდრია ჭანტურიძის ქუჩა N7
საკონტაქტო ტელეფონები:
577973300
საკონტაქტო პირი:
მაია რობაქიძე
დამატებითი მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება: აუდიტის/სამართლის/ეკონომიკის/განათლების სფეროში არანაკლებ 1 წელი.
დამატებითი ინფორმაცია:
სავალდებულოა:
- სამოტივაციო წერილის გრაფის შევსება;
- მინიმუმ 1 რეკომენდატორის მითითება (რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა)და სარეკომენდაციო წერილი;
- განათლების ველში განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა;
- სამუშაო გამოცდილების ველში, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
