მესამე რანგის,მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აუდიტი)
- ანაზღაურება
- 1 520 ₾
- ქალაქი
- ონი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მესამე რანგის,მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აუდიტი)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
კატეგორია:
აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა:
13.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1520 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ონი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
ა) განახორციელოს რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და გამოვლენილ ფაქტებზე ინფორმაციის სამინისტროსთვის წარდგენა;
ბ) რესურსცენტრებისა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების თანამშრომლებს მიმართოს მოთხოვნით წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე რესურსცენტრში გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;
გ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება, ან/და მიიღოს ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტზე;
დ) რესურსცენტრებისა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლების თანამშრომლებისაგან მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
ე) განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების/თანამშრომლების ან მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) უზრუნველყოფს ამ პუნქტის ,,ა“-,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას ქალაქ ფოთის, სენაკის და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის;
ზ) წელიწადში ერთხელ რესურსცენტრის უფროსს წარუდგენს ანგარიშს კომპეტენციის ფარგლებში მიკუთვნებული საკითხების შესრულებაზე;
თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ და რესურსცენტრის უფროსის მიერ კანომდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს შრომის კოდექსი;
- ბავშვის უფლებათა კოდექსი;
- საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
- ,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N31 ბრძანება;
- „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის
N06 ბრძანება
- ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანება;
- ,,საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანება;
- ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს N675 ბრძანება;
- ,,სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N80/ნ ბრძანება;
- ,,მოსწავლის ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N79/ნ ბრძანება;
- ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანება;
- ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N18/ნ ბრძანება;
- ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს N114/ნ ბრძანება;
- ,,მოსწავლის პირადი საქმის ფორმისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 06 იანვრის N06 ბრძანება;
- ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის N193/ნ ბრძანება;
- ,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის N167/ნ ბრძანება;
- ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანება;
- ,,ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის N16/ნ ბრძანება;
- „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2024 წლის 19 ივნისის N108/ნ ბრძანება ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დამტკიცების შესახებ“
- „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.ონი.აღმაშენებლის ქ.N 46
საკონტაქტო ტელეფონები:
577172263
საკონტაქტო პირი:
ნინო მეტრეველი
დამატებითი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: აუდიტის/სამართლის/ეკონომიკის/განათლების სფეროში არანაკლებ 1 წელი;
დამატებითი ინფორმაცია:
სავალდებულოა:
- სამოტივაციო წერილის გრაფის შევსება;
- განათლების ველში განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა;
- სამუშაო გამოცდილების ველში, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
