მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აუდიტი)
- ანაზღაურება
- 1 520 ₾
- ქალაქი
- ბოლნისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აუდიტი)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ქალაქ ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო-ქალაქ ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების,სამინისტროს დებულებისა და რესურსცენტრის დებულების საფუძველზე. რესურსცენტრი მის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. რესურსცენტრს აქვს ბეჭედი, სახაზინო ანგარიში და დამოუკიდებელი ბალანსი. რესურსცენტრის მიზანია სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რესურსცენტრი: ახორციელებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში –ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში – საჯარო სკოლა) მიმდინარე პროცესების ზედამხედველობას და თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მხარდაჭერას და კონსულტირებას;სამინისტროს პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს განათლების სფეროში მოქმედ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და აგრეთვე, მუნიციპალიტეტებთან; იხილავს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ რესურსცენტრში წარდგენილ კორესპოდენციებს.
კატეგორია:
აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა:
13.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1520 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ბოლნისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
1.რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგი, შეფასება, მხარდაჭერა კონსულტირება და შესაბამისი ანგარიშების შედგენა, გარემოს გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი საჯარო სკოლისათვის და საქართველოს განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის მიწოდება.
2.რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და გამოვლენილ ფაქტებზე რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორცილება.
3.ახსნა-განმარტების ან/და ინფორმაციის მიღების უზრუნველყოფა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით.
4.კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და პასუხების მომზადება.
5.კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა.
6.რესურსცენტრის უფროსის დავალებით სხვა ფუნქციების შესრულება.
7.უზრუნველყოფს ამ პუნქტის 1-ლი - მე - 6 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას ქალაქ დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს შრომის კოდექსი;
- ბავშვის უფლებათა კოდექსი;
- საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
- ,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N31 ბრძანება;
- „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის
N06 ბრძანება
- ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანება;
- ,,საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანება;
- ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს N675 ბრძანება;
- ,,სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N80/ნ ბრძანება;
- ,,მოსწავლის ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N79/ნ ბრძანება;
- ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანება;
- ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N18/ნ ბრძანება;
- ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს N114/ნ ბრძანება;
- ,,მოსწავლის პირადი საქმის ფორმისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 06 იანვრის N06 ბრძანება;
- ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის N193/ნ ბრძანება;
- ,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის N167/ნ ბრძანება;
- ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანება;
- ,,ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის N16/ნ ბრძანება;
- „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2024 წლის 19 ივნისის N108/ნ ბრძანება ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დამტკიცების შესახებ“
- „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ბოლნისი,დავით აღმაშენებლის ქ.N68
საკონტაქტო ტელეფონები:
577 74 53 70, 596 02 09 09
საკონტაქტო პირი:
ირმა კოპალიანი 596 02 09 09
დამატებითი მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება: აუდიტის/სამართლის/ეკონომიკის/განათლების სფეროში არანაკლებ 1 წელი.
კომპეტენციები და უნარები:
ანალიტიკური აზროვნება;
გუნდური მუშაობის უნარი;
დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
დროის ეფექტიანი მართვა.
დამატებითი ინფორმაცია:
აუცილებელია კანდიდატმა:
- უმაღლესი განათლების (ბაკალავრი) დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარების შესახებ;
- აუდიტის/სამართლის/ეკონომიკის/განათლების სფეროში არანაკლებ 1 წელი გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების თარიღები (დღე, თვე, წელი), დაკავებული თანამდებობა.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა.
- შესაბამის გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორი (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია) და წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი;
- დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე.
- მოხელის სტატუსის არმქონე პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება 12 თვის გამოსაცდელი ვადით.
შერჩეული კანდიდატის დასანიშნად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა, დადებითი პასუხის შეტყობინებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
- ცნობა საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის შესახებ;
- ნარკოლოგიური შემოწმებისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობები;
- ცნობა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან, რომ აღნიშნული პირი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი არ არის (მის: ქ. თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. N9);
- ცნობა საჯარო სამსახურიდან, რომელშიც აღნიშნული პირი მუშაობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ 2017 წლის 01 ივლისიდან გათავისუფლებული არ არის დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის (აღნიშნული ცნობის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შერჩეული კანდიდატი ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში);
წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
