სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
ფინანსებიმესამე რანგის,მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აუდიტი)
გამოქვეყნდა 16 ოქტბოლო ვადა: 20 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 520 ₾
- ქალაქი
- სიღნაღი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მესამე რანგის,მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აუდიტი)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
კატეგორია:
აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა:
20.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1520 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
სიღნაღი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით ინფორმაციის მოპოვება და პირველადი დამუშავების უზრუნველყოფა;
- სხვადასხვა დოკუმენტების, პროექტების, დასკვნების, მოხსენებითი ბარათების და სხვადასხვა შინაარსის აქტების შემუშავება;
- ტექნიკური შინაარსის მოხსენებითი ბარათების, სხვადასხვა აქტების პროექტების მომზადება ზემდგომი თანამდებობის პირებისათვის გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
- ქალაქ სიღნაღისა და ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრების სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმების განხორციელება და გამოვლენილ ფაქტებზე ინფორმაციის სამინისტროსათვის წარდგენა; რესურსცენტრებისა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების თანამშრომლებისათვის წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის, ასევე რესურსცენტრში განცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე მიმართვა;
- ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, კონკრეტულ ფაქტზე წერილობითი ინფორმაციის მიღება.
- რესურსცენტრებისა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებისაგან მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის, დოკუმენტის მიღება, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), დოკუმენტების სახელმწიფო ენაზე წარდგენის მოთხოვნა, დოკუმენტის ასლების გადაღება და სხვა, გარდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისა.
- განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და დასკვნების მოსაპოვებლად სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების/თანამშრომლების ან მოწვეული სპეციალისტების/ ექსპერტების მონაწილეობის მოთხოვნა.
- დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას ურთიერთობა აქვს (შიდა და გარე) სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტთან, ტერიტორიული ორგანოების- ქალაქ სიღნაღისა და ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან, რესურსცენტრების სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან.
- ანგარიშგება ხორციელდება რესურსცენტრში არსებული სამუშაოს შეფასების სისტემის მიხედვით. ასევე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს შრომის კოდექსი;
- ბავშვის უფლებათა კოდექსი;
- საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
- ,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N31 ბრძანება;
- „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06 ბრძანება;
- ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანება;
- ,,საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანება;
- ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს N675 ბრძანება;
- ,,სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N80/ნ ბრძანება;
- ,,მოსწავლის ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N79/ნ ბრძანება;
- ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანება;
- ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N18/ნ ბრძანება;
- ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ,, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 11 აგვისტოს 109/ნ ბრძანება;
- ,,მოსწავლის პირადი საქმის ფორმისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №113/ნ ბრძანება,
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის N193/ნ ბრძანება;
- ,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის N167/ნ ბრძანება;
- ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანება;
- ,,ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის N16/ნ ბრძანება;
- „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2024 წლის 19 ივნისის N108/ნ ბრძანება ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დამტკიცების შესახებ“
- „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანება;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი N2
საკონტაქტო ტელეფონები:
577988212
საკონტაქტო პირი:
ლია ბეჟაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: აუდიტის/სამართლის/ეკონომიკის/განათლების სფეროში არანაკლებ 1 წელი.
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, სისტემატიზაციისა და ანალიზის უნარი;
7.დოკუმენტაციის შემოწმების, ხარვეზების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სავალდებულოა:
- სამოტივაციო წერილის გრაფის შევსება;
- განათლების ველში განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა;
- სამუშაო გამოცდილების ველში, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით ღია კენჭისყრით, განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
